|
2025-01-23 13:23:20, 511 ნახვა
პოლიტიკა
უორდი - სანამ არ შეწყდება დემოკრატიის უკუსვლა, საქართველოში პროგრამების აღდგენას არ ვგეგმავთ
ჩვენმა თავდაცვის მდივანმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ შევაჩერებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ დაფინანსების პროგრამებს, შევზღუდავთ თავდაცვისა და პოლიტიკურ კონტაქტებს, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დეკემბერში გამოაცხადა და რასაც დღემდე ინარჩუნებს. „არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ. ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და როდესაც ეს გაუმჯობესება იქნება, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ პროგრამებში ხელახლა ჩართვა“, - აღნიშნა ელჩმა. ამასთან, მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას, რადგან მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს. „დღეს ვხედავთ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს ეკონომიკაში ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობთ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია და თავისუფალი ეკონომიკა, გააგრძელოს რეფორმები ამის უზრუნველსაყოფად. ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და საქართველოს შორის. British Airways-ი და EasyJet-ი შეასრულებენ რეისებს საქართველოში მარტის ბოლოდან. ასე რომ, გვსურს საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს და ეკონომიკური რეფორმა იყოს პრიორიტეტი“, - აღნიშნა ელჩმა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)