04:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 13:08:43, 371 ნახვა

საზოგადოება
„ბათუმელები“ - ოპერატორი გიორგი მურვანიძის დაკავების შემდეგ, პოლიციაში მის მობილურ ტელფონში არსებული ყველა ფაილი და პირადი მონაცემი წაშალეს

გამოცემა „ბათუმელების“ რედაქციაში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ოპერატორის, გიორგი მურვანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც მურვანიძე აცხადებს, მას საკუთარ ტელეფონში ჰქონდა დაფიქსირებული როგორც ბათუმის პოლიციის უფროსთან საუბარი, სადაც ისმის მუქარა და მისი დაკავების პროცესი, თუმცა პოლიციის განყოფილებაში დაბლოკილ მობილურ ტელეფონში არსებული ყველა ფაილი და პირადი მონაცემი წაშალეს.

საია-ს აჭარის ოფისის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძის თქმით, რომ მათ უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას. წულუკიძემ აღნიშნა, რომ მოითხოვენ გამოძიებას ფაქტთან დაკავშირებით, რადგან პირად მონაცემებზე უკანონო წვდომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„გურამის ყველა ნივთი დაკავების შემდეგ იყო დალუქული, 21 იანვარს გათავისუფლების შემდეგ მას ასევე დალუქულ მდგომარეობაში დაუბრუნეს პირადი ნივთები და ხელიც მოაწერინეს შესაბამის აქტზე, თუმცა დაბლოკილ ტელეფონში აღარ აღმოჩნდა არცერთი ფაილი და პირადი მონაცემი“, – განაცხადა თამარ წულუკიძემ.

ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებში“აცხადებენ, რომ მურვანიძის დაკავება იყო გამოცემის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ სახელისუფლებო შეტევის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics