05:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 12:58:22, 364 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ესტონეთმა და მისმა პარლამენტმა ვერ გაიგო, რომ უკვე სხვა დრო მოვიდა

ესტონეთის პარლამენტმა პრაქტიკულად დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები, ასევე სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესები წინ უნდა წამოწიოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მაჭარაშვილის თქმით, ვინ ეკითხება ესტონურ სახელმწიფოს, ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ პარლამენტს, ქართველი ხალხი როგორ მოაწყობს საარჩევნო სისტემას და პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს.

„ესტონეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები. ვინმეს წინააღმდეგ თუ შეიძლება, ესტონეთს პრეტენზია ჰქონდეს, მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები სამწუხაროდ დიდად არიან დამოკიდებული უცხოურ ძალაზე, რასაც ჰქვია „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია.

შესაბამისად, თანამდებობის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი საკანონმდებლო ორგანოსა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ კადრულობენ ამას, აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ვინ ეკითხება ესტონურ სახელმწიფოს, ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ პარლამენტს, ქართველი ხალხი როგორ მოაწყობს საარჩევნო სისტემას და პარლამენტში რომელ პოლიტიკურ ძალას შეუშვებს. შეიძლება, საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს განცხადება, მაგალითად, ესტონეთში ესტონელმა ხალხმა როგორ უნდა მოაწყოს თავისი სახელმწიფო. ამ დროს ესტონეთში თავი მოაქვთ ლიბერალური დემოკრატიის მამებად, მაშინ, როდესაც პირდაპირ არიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, იგივე ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები, რომლებიც ასე უხეშად ერევიან სხვა ქვეყნის საქმეებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ესტონეთმა და მისმა პარლამენტმა ვერ გაიგო, რომ უკვე სხვა დრო მოვიდა.

„ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს განცხადება არის იმის კლასიკური მაგალითი, რატომ არის მიუღებელი და არასამართლიანი „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობები ბალტიისპირეთშიც, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც და ა.შ. საუბრობენ, რომ სხვა ქვეყანაში სხვა ერებმა როგორ უნდა მოაწყონ თავიანთი პარლამენტი და ხელისუფლების ნებისმიერი შტო, ამას კარნახობენ. ამ განცხადებით ესტონეთმა პრაქტიკულად დაგმო ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვა და გამოცემული ბრძანებები. ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ თავისი ეროვნული ინტერესები წინ უნდა წამოწიოს. ესტონეთის ეროვნული ინტერესი რა არის? საქართველოში მოაგვაროს, ქართველი ხალხი პარლამენტში ვის შეუშვებს და ვის არა? ასე უპასუხა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ესტონეთის პარლამენტმა, რომ ახლა საქართველოს საქმეებში ჩაერევა და ქართველ ხალხს უკარნახებს, პარლამენტში ვინ შეუშვან და ვინ – არა, რა არის ლეგიტიმური და რა – არა. ქართველი ხალხის ნაცვლად თურმე ესტონეთმა უნდა გადაწყვიტოს. ესტონეთმა და მისმა პარლამენტმა ვერ გაიგო, რომ უკვე სხვა დრო მოვიდა. დავალებები საიდანაც მოდიოდა და რა დავალებებითაც ისინი აკეთებდნენ ამ განცხადებას, ის დღის წესრიგი შეიცვალა. ინგლისური თუ არ იციან, ვინმეს ათარგმნინონ, ტრამპი რას საუბრობდა და რას საუბრობს, რა ბრძანებები გამოსცა. რას საუბრობს ამერიკის სახელმწიფოს მდივანი. მან პირდაპირ თქვა, რომ ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გუშინ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics