|
2025-01-23 09:44:24, 537 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ევროპელებს ახლა ევროპის უსაფრთხოებაზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე ოდესმე
ევროპელებს ახლა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპის უსაფრთხოებაზე, ვიდრე ოდესმე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მიუხედავად, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მიუხედავად იმისა, თუ როგორია დონალდ ტრამპის, თეთრი სახლისა და ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი, ჩვენ ჩვენს თავზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“, - განაცხადა პისტორიუსმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა მისი ლიეტუვაში ვიზიტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელის მიზანი, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაპირისპირების კონტექსტში, ევროპის აქტიური პოზიციის დემონსტრირებაა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია 2023 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ. „ამ პროგრამის განხორციელება გეგმის მიხედვით მიდის და საგზაო რუკა დროულად დასრულდება", - განაცხადა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ბრიგადა სრულად იქნება მომზადებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლომდე ლიტვაში განლაგდება ბუნდესვერის პირველი 500-მდე ჯარისკაცი 5 000 ჯარისკაციდან, რომლის განლაგება მომდევნო ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)