05:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 21:17:58, 1001 ნახვა

პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ - შერატონი არ არის უსაფრთხო

ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს შენობაზე სტიკერები გააკრეს წარწერით „შერატონი არ არის უსაფრთხო“. 

პარტიის წევრი, ვიკა ფილფანი, აცხადებს, რომ პროკურატურამ მთლიანად გაიტანა სერვერები, რომელზეც ინახებოდა ძალადობის ამსახველი კადრები, მათ შორის, ორგანიზებული თავდასხმის კადრები, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე განხორციელდა. ფილფანი აღნიშნავს, რომ ამ სერვერებზე ასევე ინახებოდა უამრავი ადამიანის პერსონალური მონაცემი.

„დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ ადამიანებს ვუთხრათ, ეს სასტუმრო არ არის უსაფრთხო. ეს სასტუმრო შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს ძალადობის ხელისდამფარებელი და მონაწილე, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics