|
2025-01-22 17:06:54, 539 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი, არამედ აუცილებელი იყო
გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ – აუცილებელი, ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა. მდინარაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გავლენით, შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ იყოს საჭირო. „ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, რომ შეიძლება, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ამით ისიც დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველივე გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს. პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)