05:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 15:20:35, 380 ნახვა

საზოგადოება
საკანონმდებლო ორგანოსთან მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ჟურნალისტებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელ მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებს!“.

ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ პარლამენტის შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა.

#თავისუფლება მზია ამაღლობელს

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics