|
2025-01-22 12:24:57, 402 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არაკონსტიტუციურია
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია „არაკონსტიტუციურია“ და დეკლარაციის ტექსტი 2023 წელს ხელმოწერამდე ქვეყანაში „არავის“ ჰქონდა ნანახი, მათ შორის არც პარლამენტს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] მაინც ჰქონდა ნანახი“. 21 იანვარს ვაშინგტონში ვიზიტისას, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council-ის) ორგანიზებულ დისკუსიაში, Fire Side Chat, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „სტრატეგიული პარტნიორობის [დეკლარაციის ეს ტექსტი ხელმოწერამდე საქართველოს] პარლამენტისთვის არავის უჩვენებია, ამიტომ ის არის არაკონსტიტუციური“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ის [დეკლარაციის ტექსტი მაშინდელმა] პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] პირდაპირ ჩინეთში ჩაიტანა და ხელმოწერამდე არავის უნახავს“. „არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს მაინც ჰქონდა ნანახი“, - თქვა მან. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულებების გამო და განაცხადა: „პარტნიორობის ტექსტს აქვს პუნქტი, რომლითაც საქართველო აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ხოლო ჩინეთი აღიარებს მთელი მსოფლიოს [ქვეყნების] ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს, - მაგრამ არა კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)