09:04 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 09:53:00, 529 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს პოლიტიკაზე, რომელიც ზღუდავდა მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებში, – ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ წერს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალდამცველები შეძლებენ მიგრანტების დაკავებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები და ეკლესიები.

„ეს ქმედება აძლიერებს სასაზღვრო დაცვისა და საიმიგრაციო სამსახურის მამაც ქალებსა და მამაკაცებს, რათა აღასრულონ ჩვენი საიმიგრაციო კანონები და დააკავონ კრიმინალები, მათ შორის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალები ვეღარ შეძლებენ დაკავების თავიდან ასაცილებლად ამერიკის სკოლებსა და ეკლესიებში დამალვას“, – აღნიშნულია აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics