2025-01-21 14:07:31, 535 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების წინ სტუდენტების პროტესტი გრძელდება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს, ხმაური და პროტესტი მიმდინარეობს. სტუდენტთა ნაწილი ცდილობს შეუერთდეს აკადემიური საბჭოს სხდომას, თუმცა კარები ჩაკეტილია. სტუდენტები პროტესტს კარებზე ხმაურით გამოხატავენ და შეძახილებს აჟღერებენ: „შემოგვიშვით! „ცეცხლი ოლიგარქიას!“
რექტორობის არჩევნები დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,