07:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 19:35:59, 523 ნახვა

სამართალი
სააკაშვილის საქმეზე პროკურორის დასკვნითი სიტყვა - 9 მილიონი ლარი პირადი ფუფუნებისთვის დაიხარჯა

თბილისი,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროკურორმა გიორგი მუჯირმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მისი განცხადებით, ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები პირადი მიზნებისთვის და გარემოცვის ფუფუნებისთვის გამოიყენეს.

პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სააკაშვილსა და ჯანაშიას შორის კორუფციული სქემა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხა უკანონოდ დაიხარჯა.

„9 მილიონი ლარიდან არცერთი თეთრი ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესისათვის არ გამოუყენებიათ,“ – აღნიშნა მუჯირმა.

საქმეში დეტალურად არის აღწერილი ისეთი ხარჯები, როგორებიცაა:

            •           თინა ბოკუჩავასთვის „ეიფლის“ მობილური ტელეფონის გადაცემა;

            •           მარიამ საჯაიასთვის 3,500 ლარად ნაყიდი ოქროს სამკაული;

            •           ვერა ქობალიასთვის პასპორტის აღება, სადაც იგი ინვალიდად იყო მოხსენიებული.

პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები, რომლებიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდა, პირადი ფუფუნებისა და კომფორტის შესაქმნელად იყო განკუთვნილი.

საქმეს, რომელსაც საზოგადოება „პიჯაკების საქმეს“ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ჯგუფური გაფლანგვის მუხლით ედავებიან.

სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics