14:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 14:04:07, 379 ნახვა

მსოფლიო
ღაზის სექტორში 15 იანვრის შემდეგ 100 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 27 ბავშვია

ღაზის სექტორში 15 იანვრის შემდეგ 100 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 27 ბავშვია.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვაში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სექტორის დაბომბვა „დაუნდობლად მიმდინარეობს”.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 19 იანვრიდან შედის და სამი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზა, მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება.

მეორე ფაზა ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გახანგრძლივდება.

რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ეს არის უკვე ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics