|
2025-01-17 12:51:17, 441 ნახვა
პოლიტიკა
ალი ასადოვი კობახიძეს - აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივად მეგაპროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება
„აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია, აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა. „აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. „სოკარის" მიერ საქართველოს ბაზარზე გაზის მიწოდება გრძელდება. ნავთობისა სფეროშიც ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ბაზით გასულ წელს 30 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ყულევის ტერმინალსა და მასთან ახლომდებარე ნავთობის გადამუშავების ქარხანას შორის თანამშრომლობის საკითხი ამჟამად აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით უკვე ხელშეკრულება გაფორმდა და ახლო მომავალში ყულევის ტერმინალიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა დაიწყება. ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს,"- აღნიშნა ალი ასადოვმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)