11:04 - 22 Apr, 2026
|
2025-01-17 12:39:57, 397 ნახვა
პოლიტიკა
მარკო მიხელსონი - ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სიტყვა უნდა შეასრულოს
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პირობა უნდა შეასრულოს. „ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ. „ისინი გულწრფელები იყვნენ: არ სურდათ ჩვენი ნატო-ში ხილვა. ეს ოთხი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკრაინას ნატო-ში ჯერ ვერ ხედავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)