|
2025-01-17 10:55:14, 349 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ კარპენტერი - ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ
ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას საქართველოზე ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა. მისი თქმით, საბოლოოდ, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. „ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება - 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს, არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც სულ უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს, ეს სიტუაცია, ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით, საბოლოოდ კი, ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კარპენტერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)