|
2025-01-17 10:39:59, 323 ნახვა
პოლიტიკა
რიში - საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ, იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს
ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს, - ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. რიში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია. „ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია,“ - განაცხადა რიშმა. გარდა ამისა, საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დემოკრატმა სენატორმა, ტიმ ტეინიმ, რომელიც ამბობს, რომ ამერიკული მხარე საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით ძალიან შეშფოთებულია. „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომელიც ევროპაზე არიან ფოკუსირებული, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. ეს უკუსვლა ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად, რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ,“ - განაცხადა ტიმ ტეინიმ „ამერიკის ხმასთან“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)