07:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 10:50:01, 377 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება

ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს, 12:00 საათიდან 18 იანვრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 17 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 იანვრის დღის 12:00 საათიდან 18 იანვრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის ღრმაღელეს, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბეჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის (ყოფილი მესხიშვილის), ტოროშელიძის, გვაზაურის, სადმელის, სააკაძის, ნიკო მარის, წაღვერის და გმირ კურსანტთა ქუჩებს, ვეკუას ქუჩა N10, N17, ხიზაბავრის ქუჩა N5, გურამიშვილის გამზირის N15ბ, N31, N25, N27,N29, თიანეთის ქუჩა N97-N137 (კენტ ნომრებს) N84-N104 (ლუწ ნომრებს), ჩარგლის ქუჩა N1-N71 (კენტ ნომრებს), N2-N56, N79 (ლუწ ნომრებს), სანზონის N2, 3, 4, 5, 9, 10, 11, 15, 18, 19, 20, 21, 28, ხუდადოვის N56, ლიახვის ქუჩა N44, დადიანის ქუჩა N7, N255, N305-N323, ბენდელიანის ქუჩა N1-N40, გურგენიძის ქუჩა N18, ჭყონდიდელის ქუჩა N 26-N40.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics