00:46 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 03:46:01, 595 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი კონგრესში - ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, საქართველოში არჩევნები გააყალბა

ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას.

"ქართველი ერი და ამერიკა ღირებული პარტნიორები არიან. ქართველები ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. სამწუხაროდ, საქართველო საკუთარი თავისუფლებისთვის საფრთხის წინაშე დგას. ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მამაცად დგას დემონსტრანტებთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში.
ხელახლა წარვადგინე ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა დასანქცირებულ იქნან ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას. დამატებით, არის კანონმდებლობა, რომ აიკრძალოს არალეგიტიმური რეჟიმის აღიარება. ჩემი მოწვევით სალომე ზურაბიშვილი დაესწრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას,” - განაცხადა უილსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics