2025-01-16 17:24:16, 349 ნახვა
საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 17 იანვარს, 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნაფეტვრები, მსხალდიდი, ლისი, აგარაკი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,