|
2025-01-16 17:19:17, 373 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩნენ, რომლებიც ციხეში ნამყოფი არ არიან
„როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩნენ, რომლებიც ციხეში ნამყოფი არ არიან ან რომელთაც საქმეები არ აღძრილა ცრუ ბრალდებებით, არც გიორგი გახარიას ექნება იმუნიტეტი ამ ყველაფრისგან.“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ თავჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჭურნალისტებთან საუბრობს. მისივე თქმით, საქართველო არ უნდა იყოს სათრევი ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ჩათრეული. „როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩნენ, რომლებიც ციხეში ნამყოფი არ არიან ან რომელთაც საქმეები არ აღძრილა ცრუ ბრალდებებით, არც გიორგი გახარიას ექნება იმუნიტეტი ამ ყველაფრისგან. გუშინ ვიხილეთ ანგარიშსწორება და შემდეგ ფაბრიკაცია ივანიშვილის პროპაგანდისტული არხის, „იმედის" მხრიდან. ვისურვებდი, რომ ნაკლები ადამიანი ყოფილიყო ივანიშვილის რუსული მანქანის რიგებში და სამსახურში ჩამდგარი. თუმცა, რაც ვნახეთ ამ ფაბრიკაციით, იმ თავითვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მიზანი ეს იყო“, - განაცხადა ბოკუჩავამ. მან ასევე, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება ამ ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იქნება. „რაზე მასამართლებს - ქვეყნის სიყვარულისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის, იმისთვის, რომ ვიცავ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს თბილისში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რუსთაველზე თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში? ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება, ამ რუსული დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ არა პოლიტიკურად მართული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიერ, რომელიც კეთილსინდისიერების ტესტის შედეგად იქნება შედგენილი და რომლის შედგენაშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და საზოგადოების კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული",- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)