12:48 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 12:43:39, 318 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი, ისაუბროს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა

თითქმის სამი თვეა, რაც არჩევნები დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება. მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა ვერც საზოგადოებისთვის და ვერც გამოძიებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის განცხადებით, ასევე ოპოზიციამ გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარუდგინა დასავლელ პარტნიორებს.

„ეუთო/ოდირის დასკვნაში სწორედ ის შეფასებები მოხვდა, რაც ობიექტური და სამართლიანი იყო და არა ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ. ჯერ კიდევ ეუთო/ოდირის დასკვნამ სრულად გააცამტვერა მათი პრეტენზიები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება, ითქვას პროკურატურასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ ითანამშრომლეს და არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, პროკურატურამ მაინც გამოძიების ფარგლებში ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ იგივე ვერიფიკაციის აპარატები უზრუნველყოფდა პრინციპს ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. ხმის დამთვლელი აპარატი უზრუნველყოფდა სწრაფად წინასწარი შედეგების მიღებას და ყველა საარჩევნო უბანზე, როდესაც ხელით დაითვალა ბიულეტენები, ერთი ერთზე დაემთხვა წინასწარ შედეგებს, რაც აპარატებიდან იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რა არის მათი დამარცხების მიზეზი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, რა არის მათი დამარცხების მიზეზი. არა ის, რომ სავარაუდოდ არჩევნები გაყალბდა არამედ ის, რომ ასე გადაწყვიტა მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება გააგრძელებს თუ არა ამაზე საუბარს ოპოზიცია, რა თქმა უნდა გააგრძელებენ. 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებითაც საუბარი იყო ამ საკითხებზე. თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შემდეგ პარლამენტშიც შემოვიდნენ და ხელფასებიც აიღეს. ახლა რამდენად მოხდება იგივე სცენარის განმეორება ვერ გეტყვით. ეუთო/ოდირის დასკვნის და პროკურატურის შუალედური ანგარიშის შემდეგ ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი ისაუბროს იმაზე, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics