2025-01-16 11:14:25, 287 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმელმა სტუდენტებმა ღამე ისევ უნივერსიტეტში გაათიეს
ბათუმელმა სტუდენტებმა ღამე ისევ უნივერსიტეტში გაათიეს. ეს არის მორიგი საპროტესტო აქცია აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. სტუდენტები ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდან.
ეს არ არის პირველი მსგავსი აქცია ბათუმში. ნოემბრის შუა რიცხვებში მსგავსი ღონისძიება გაიმართა ქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,