|
2025-01-16 10:14:00, 473 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ შებრუნდეს
"გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს." - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. ხატია დეკანოიძის თქმით, გვაქვს ქვეყანა, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დაამტკიცო შენი სიმართლე. „გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მის ბოლო ინტერვიუში ვისაც ემუქრებოდა, გახარია იყო. სრულდებით არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ყალბი საგამოძიებო პროცესი მის წინააღმდეგ შებრუნდეს. რეჟიმის ამ პირობებში არ გამოირიცხება ყველაზე უფრო ალოგიკური ქმედება. ქვეყანა გვაქვს, სადაც არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, სადაც შეგიძლია დაამტკიცო შენი სიმართლე. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე“, - აღნიშნა დეკანოიძემ. გარდა ამისა, მან გადაცემაში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „გაქრნენ სივრციდან. მაქვს ინფორმაცია, რომ გამოკითხვასა და დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საერთაშორისო პლატფორმებზე ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის ორი წევრი ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე. არ ვიცი როგორ დასრულდა გამოკითხვა, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა კობახიძეს, ეს ვიზიტიც გაუქმდა, კითხვის ნიშნები იყო. საქართველოს პატრიოტების გამო მათთვის კომფორტის ზონა არ არსებობს. ფაქტია, რომ კომფორტი არ აქვთ, ძალადობა მათ ასე დაამკვიდრეს“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)