12:47 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 19:34:14, 400 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას მხრიდან დიმიტრი სამხარაძეზე თავდასხმა გამოძიებას საჭიროებს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არსებობს ვიდეოკადრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა, რის შემდეგაც სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო.

"ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ - ვინ ვის დაესხა თავს. კადრში ჩანს, რომ გიორგი გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. თუ ეს ასე იყო, მაშინ როგორ შეიძლება თავდასხმაზე საუბარი გახარიას მიმართ?“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი გამოძიებას საჭიროებს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა შემთხვევას პოლიტიკური მოტივი.

„თუ დადასტურდება, რომ გიორგი გახარიას ქმედებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ეს საკმაოდ მძიმე სამართლებრივ შედეგს ითვალისწინებს. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს 325-ე მუხლის (სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ ძალადობის მცდელობა) დარღვევას, ამას გამოძიება დაადასტურებს. გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვას პასუხი, იყო თუ არა ეს პოლიტიკური სარჩულის მქონე ქმედება. თუმცა თავდასხმის ინიციატორი ერთმნიშვნელოვნად გახარია იყო “, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics