|
2025-01-15 13:07:28, 413 ნახვა
პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა. „რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით "ქართულ ოცნების" ეგრეთ წოდებულ "გაპრავებას" დაიწყებს - არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. კონგრესმენ უილსონთან ისევე, როგორც სხვა კონგრესმენებთან, ჩავიტანეთ ოთხი გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რაც ამ კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომლებსაც სამწუხაროდ "ქართული ოცნება" ავრცელებს თავის ამომრჩეველში არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის გვერდით და ამას ვნახავთ ძალიან მოკლე დროში" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)