15:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 23:33:01, 398 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯერ მოიტყუა, მერე კი ეთერში მიწვეული ჟურნალისტები ტელევიზიიდან პოლიციამ გამოიყვანა

აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ქეთი ბოლქვაძემ, პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა. ის გადაცემაში “ბათუმელების“ დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.

ამ  გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება იგივე წამყვანი თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის  გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.

"ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

პირველად მქონდა პრაქტიკა, როცა ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს. წამყვანიც გაოცებული იყურებოდა. დღეს ჩემი თვალით დავინახე და ჩემი კანით ვიგრძენი, რომ ამ ტელევიზიაში სტუდიას თიშავს პოლიცია. არ მომბეზრდება იმის თქმა და გაფრთხილება, რომ ესენი არიან საშიშები. მე არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას. ძალიან გინდათ, რომ წავიდე და დაიხუროს ბათუმელები და ნეტგაზეთი, მაგრამ არ დაიხურება“, - განაცხადა ეთერ თურაძემ.

ჟურნალისტის  გელა მთივლიშვილის თქმით, ის რომ ჟურნალისტი ეთერიდან ძალის გამოყენებით გამოეყვანოთ, მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს.

ჩვენ ვითხოვდით აჭარის საზმაუში ეთერს, მთელი პოლიციის ჯარი გამოიძახეს და განალაგეს შესასვლელში.  შემდეგ უარესი მხოდა, ეთერი შიგნით იყო, მოამზადეს სტუდია, დადგეს სკამები, წყლის ჭიქები, დასვეს ეთერი, უცბად წამყვანი გავიდა, ეთერი გათიშეს, შევიდნენ ნიღბიანები და ეთერ თურაძე ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს, ეს არის უპრეცედენტო, შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, სტუმარი, რომელიც გადაცემისთვის იყო მომზადებული, გამოიყვანეს. ასეთი რამ არ მახსოვს, თუ არ ჩავთვლით წინა ხელისუფლების პირობებში, როცა დასარბევად შეიჭრა ტელევიზიაში“, - აცხადებს მთივლიშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics