10:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 12:53:53, 583 ნახვა

სამართალი
ხიდაშელი: დღეიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება

მთავრობამ საქართველოს შეიარაღებული ძლების ახალი სადისციპლინო  წესდების პროექტი დაამტკიცა.

ცვლილებები საქართველოში  სამხედრო მოსამსახურეების  ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, როგორც  თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი გასწორდა. კოდექსი წახალისების ახალ სისტემასაც გულისხმობს:

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთხმად სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ. რამოდენიმე სიახლეა. პირველი ის რომ დღეიდან საქართველოში უქმნდება ადმინისტრაციული პატიმრობა სამხედრო მოსამსახურეების. ასეთი რამ საერთოდ აღარ იარსებებს. აღარ იარსებებს ჰაუპტვახტები და არანაირი სხვა ფორმა არ იარსებებს სამხედრო ტერიტორიაზე პატიმრობის. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ მიდის ნატოში და ქართული შეიარაღებული ძალები, მთელი მისი სისტემით უნდა იყოს თავსებადი მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვის ნაწილში. ამ კოდექსით მეორე სიახლე შემოვიტანეთ,  რაც მდგომარეობს იმაში, რომ აბსოლუტურად გასწორდა ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი დღემნდე გადაცდომები იყო მსგავსი, მაგრამ პასუხისმგებლობა განსხვავებული ოფიცრებსა და რიგითებს შორის, ჩვენ დღეს წესდებით ეს გავასწორეთ, ვინაიდა მიგვაჩნია, თუკი გადაცდომასთან გვაქვს საქმე, ყველა არის თანასწორი. ეს მნიშვნელოვან წილად ხელს შეუწყობს ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებში თანასწორობის გრძნობის გაძლიერებას, რაზეც ისინი ძალიან ხშირად სამართლიანად პრობლემას ხედავენ და პროტესტს გამოთქვამდდნენ. მესამე- ეს არის წახალისების ახალი სისტემა, რომელიც შემოტანილია ამ კოდექსით. რომელიც წარმოადგენს ნატო-ს წევრიო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების შეჯერებულ ვერსიას და სადაც ჩვენ მაქსიმალუურად შევეცადეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ზომა, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არის იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდეთ განცდა რომ წახალისების ნაწილში,. მათი წარმატების ნაწილში, თანამდებობრივი წინსვლის ნაწილში სახელმწიფო და კანონმდებლობა ყველანაირად გვერდში უდგას და ხელს უწყობს. არც ერთი დეტალი მათი სამსახურისა არ დარჩება შეუმჩნეველი და სწორედ ამას ემსახურება ეს წახალისების ახალი სისტემა. ვაუქმებთ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ვათანაბრებთ გადაცდომის შემთხვევაში პასუხისმგებლობას და კანონის წინაშე თანასწორი ხდება ყველა სამხედრო მოსამსახურე და შემოგვაქვს თვისობრივად ახალი წახალისების სისტემა, რომელიც შესაძლებლობას გააჩენს, რომ უფრო მოტივირებული და მოწადინებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები ქვეყნისათვის სამსახურში”,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics