03:52 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 14:56:19, 479 ნახვა

პოლიტიკა
RSF - „ქართული ოცნება“ ნამდვილი კოშმარია დემოკრატიისა და მედიისთვის

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

RSF თავდასხმის ფაქტებს სისტემატურსა და შოკისმომგვრელს უწოდებს. ორგანიზაცია ევროკავშირს მოუწოდებს, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ზომები მიიღოს.

"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ორგანიზაციის თქმით, ჟურნალისტები პოლიციელების სამიზნეებად იქცნენ. გარდა ამისა, RSF-ში ხაზს უსვამენ იმას, რომ "ქართული ოცნების" პრორუსმა დეპუტატებმა დაჩქარებული წესით მიიღეს დრაკონული კანონები, რომლებიც რეპრესიებს ამძაფრებენ.

"ქართული ოცნება" ნამდვილი კოშმარია დემოკრატიისა და მედიისთვის, რომელიც თავისუფლების დათრგუნვის მიზნით პარტიის ქმედებებს ამხელს. პოლიციის სრული დაუსჯელობა და ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანდო ინფორმაციის უფლებას. ევროინტეგრაციის საკითხის გარდა, ეს მოვლენები განასახიერებს ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსული გავლენისგან.

RSF სასწრაფოდ ითხოვს ევროკავშირისგან გადამწყვეტ მოქმედებას და საერთაშორისო გამოძიებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - თქვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics