|
2025-01-14 14:44:12, 327 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
“ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი.“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას ბოკუჩავამ ევრო პარლამენტარებს მოუწოდა, პრეზიდენტის რეზოლუციას მხარი დაუჭირონ. რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს: არ აღიარონ ქართული ოცნების თვითგამოცხადებული რეჟიმი. მოუწოდონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ხალხს, თავისუფლად და შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი ნება; გააგრძელონ პერსონალური სანქციების დაკისრება, რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირის რამდენი წევრი სახელმწიფოს მიერ. მოითხოვონ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის, ისევე, როგორც პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქართული ოცნების არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციების არცერთ საპარლამენტო ფორუმზე მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)