|
2025-01-14 10:29:07, 400 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ
დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზეც იქნება მოწოდება, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტია ყველა ეროვნულ დელეგაციას მოუწოდებს, რომ არ ცნონ „ქართული ოცნების “ წევრების უფლებამოსილება. „ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი ევროპარლამენტში. დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ. რომელიც ივანიშვილს მოუწოდებს - გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე ახალი არჩევნების ჩატარებაზეც მოწოდება იქნება, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ყველა ეროვნულ დელეგაციას, რომ არ ცნონ „რუსული ოცნების“ წევრების უფლებამოსილება არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმი, სადაც შევხვდით ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ისევე როგორც არაერთ ევროკომისარს და ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის ევროპული სათქმელი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის ლიდერები რამდენიმე ევროპელ პოლიტიკურ ლიდერს უკვე შეხვდნენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)