|
2025-01-13 14:26:44, 560 ნახვა
ეკონომიკა
ვმუშაობთ აშშ-ს ოფიციალურ პირებთან - საქართველოს კაპიტალის განცხადება ირაკლი გილაურზე
სს საქართველოს კაპიტალის (Georgia Capital PLC) დირექტორთა საბჭოს რადიო თავისუფლების მიერ წინა კვირაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. რადიო თავისუფლებამ 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელიც შეიცავს "ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის" სიას, წერილის ავტორები მომავალ სახელმწიფო მდივნისგან აღნიშნული ადამიანების დასანქცირებას მოითხოვენ. ჩამონათვალში იყო, საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაურიც. საქართველოს კაპიტალი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აქტიურად მუშაობენ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გამოკვლევის მიზნით. მათი თქმით, დირექტორთა საბჭოს სრული ნდობა გააჩნია ირაკლი გილაურის მიმართ. "დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას. „საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ. ინფორმაციისთვის: „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები - David Morrison, Massimo Gesua’ sive Salvadori, Maria Chatti-Gautier and Neil Janin. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე. სს საქართველოს კაპიტალის შესახებ: სს საქართველოს კაპიტალი წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე განთავსებულ Georgia Capital PLC-ის (Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილ კომპანიას. GCAP ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში ქართული ეკონომიკის მზარდ და განვითარებად სექტორებში. საქართველოს კაპიტალის
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)