18:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 11:23:29, 594 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ “მონა“ ეძახა

ჩხუბი აბუ დაბის სასტუმროში - ,,ქართული ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ მონა უწოდა.

ამის ამსახველ ვიდეოს თავად ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.  მოქალაქემ დეპუტატებს კვლავ "სამშობლოს მოღალატეები" ეძახა.

პირველ ვიდეოში გაბიტაშვილი ურტყამს ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.

მეორე ვიდეოში გაბიტაშვილი და პარლამენტარები ერთმანეთს აგინებენ.

„თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“ - ეუბნება სანიკიძე გაბიტაშვილს მესამე ვიდეოში.

„შენი მოღალატე დედას შ***ცი“ - ამბობს გაბიტაშვილი.

ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ურტყამს ფეხს, სამხარაული კი გაბიტაშვილს - მხარსა და სახეში მუშტს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა აბუ დაბიში "მოღალატე და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics