|
2025-01-12 18:50:22, 506 ნახვა
პოლიტიკა
კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და შენობაზე გააკრეს სტიკერები, რომელთა გამოც გუშინ ბათუმში მოქალაქეების დააკავეს იქ მიმდინარეობს აქცია „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“ ჟურნალისტებმა წაიკითხეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავება არის აღბეჭდილი, „არ არის სრულყოფილი და დამუშავებულია, არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს“. მედიის წარმომადგენლები ითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება, ასევე, ისინი მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამაღლობელის მიმართ „არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას“. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან საპროტესტო სტიკერები - წარწერით: "გაფიცვა" გააკრეს, თუმცა თავდაპირველად ოლიგარქის პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“. მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)