05:41 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 22:13:12, 530 ნახვა

პოლიტიკა
მსახიობები საპროტესტო მარშს მართავენ

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან მსახიობები საპროტესტო მარშით დაიძრნენ - ხელოვანებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვირების განმავლობაში უწყვეტ აქციებს მართავდნენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ევროპული მომავლის მცველების ნაწილთან ერთად დადგებიან და ივანიშვილის რეჟიმს როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოსთხოვენ. 

მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება.

"რეჟიმი აუცილებლად დაიხევს უკან. გამოსავალიც არ აქვთ, უკან დახევის საშუალებაც არ აქვთ. რაც უფრო არ აქვთ, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. ფაქტია, რომ ხალხი მიიღებს იმას, რაც უნდა. ამათ უკან დახევა მოუწევთ. გადატყდებიან ხერხემალში დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. 

მსახიობმა ეკა დემეტრაძემ განაცხადა რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონ,

"რასავ ვხედავთ არის რეჟიმის დაკანონება. ისინი ცდილობენ, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონ, მაგრამ არ გამოუვათ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ეკა დემეტრაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics