06:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 13:20:57, 450 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია - ცარიელი სიტყვებია „ქართული ოცნების“ განცხადება, რომელიც 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას ეხება

იურისტ ეკა ბესელიას განცხადებით, ცარიელი სიტყვებია „ქართული ოცნების“ განცხადება, რომელიც 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას ეხება. ბესელიას შეფასებით, ეს ყველაფერი ფარსი და ტყუილია.

„ყველაფერი ისეთი ტყუილი და ცარიელი სიტყვებია, რომ 12 წლის მერე რომ ამას ლაპარაკობენ, ვის ატყუებენ, საკუთარ თავს იტყუებენ? ვინმეს სჯერა ამ სისულელის? პარტიის აკრძალვა პარლამენტში საერთოდ არ ხდება. ამით უკვე ესენი ერთმანეთს ატყუებენ. აღარ ვიცი, ვის სჭირდება ასეთი მდარე ინფორმაციის გაზიარება, ასეთი სისულელეების მოსმენა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics