19:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 17:53:37, 403 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - იქნება ლუსტრაცია რეალურად რით იყვნენ კოლექტიური ნაცმოძრაობის დანაყოფები დაკავებული 2012 წლამდე

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ჩვენი წინა საარჩევნო დაპირება და ბრიფინგზე ძალიან ნათლად იყო ასახული ყველა ის წარსული მოვლენა, რასაც ერთხელ და საბოლოოდ ფარდა უნდა აეხადოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება - პოლიტიკური შეფასება ერთია, სამართლებრივი შეფასება მეორე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნის გადაწყვეტილებას.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდეს, როგორ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას სჩადიოდა 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმი და „იმ ახალგაზრდებმა, რომელთაც რეალურად დაიჯერეს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს პროევროპულ ძალას, დაინახონ რეალურად რა ძალებს წარმოადგენდნენ ისინი“.

„რაც შეეხება ითანამშრომლებენ თუ არა ისინი ამ კომისიასთან, უნდა შეეგუონ, რომ ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ ვერ ნახავენ ვერანაირ გზას არ მონაწილეობის. ხოლო თუ კიდევ ერთხელ რაღაცა კანონდარღვევას მიმართეს და ასე შემდეგ, ამასაც მიეცემა შესაბამისი შეფასება. აქ ყველაზე მთავარი არის ერთი, რომ რაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ბრიფინგში იყო ნახსენები, რომ ახალგაზრდების იმ ნაწილმა, რომელიც რეალურად ვერ მოესწრო იმ დროს, ახალგაზრდების იმ ნაწილმა, რომელმაც შეიძლება მართლაც გულწრფელად დაიჯერა ის ბინძური აღქმები, თითქოს ის ძალები, ის დანაყოფები „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, რომელიც დღეს არის ე.წ. ოპოზიციად წარმოდგენილი საქართველოში, რომ პროევროპული ძალა არის, აი მათთვის იქნება კიდევ ერთხელ თვალსაჩინო მაგალითი თუ რეალურად რა ძალებს წარმოადგენდნენ, თუ რეალურად როგორ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას სჩადიოდნენ 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ უკვე საზოგადოება კარგად ხედავს რით არიან დაკავებული, ამას აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება. როგორც დაანონსდა საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება კომისია და უკვე საშემოდგომო სესიაზე რეკომენდაციები პარლამენტის მხრიდან მზად იქნება, რომ წარედგინოს შესაბამის ორგანოებს. ასე რომ იქნება ძალიან საინტერესო პროცესი და დამერწმუნეთ იქნება თვალსაჩინო პროცესი თითოეული დაინტერესებული მხარისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, იმ ახალგაზრდებისთვის, იმ შეიძლება გულწრფელად ვისაც სჯერა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ აი ეს ვითომ დანაყოფები „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ რაიმე პროევროპულ ძალას წარმოადგენენ, კიდევ ერთხელ იქნება ამათი ლუსტრაცია თუ რეალურად რით იყვნენ დაკავებული 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics