2025-01-09 16:13:40, 394 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მომავალ კვირას თბილისში ჩამოვა
,,მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში. მსურს, მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლს და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს, როგორც გერმანელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე გავაგრძელებ ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს ერთგულებას"- წერს როთი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,