21:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 15:25:51, 338 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი

არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი ვისთვის არის ახლა პრეზიდენტი, ფაქტია, 29 დეკემბერს კონსტიტუციური ვადა ამოეწურა, აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ბოჟაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, როგორი სულისკვეთებით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა, ბოჟაძის თქმით, ის ქვეყანას პრობლემებს ვერ შეუქმნის.

„სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთელი პროცესები სოროსის ფონდიდან იმართებოდა, სწორედ გარე ძალები იყვნენ დამფინანსებლები და ორგანიზატორები იმ პროცესების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდებოდა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არაერთი გარე ჩარევა გვახსოვს არჩევნების პროცესში და რაც ყველაზე მთავარია, არჩევნების შემდგომ პერიოდში არაერთი მოწოდება გაისმა სხვადასხვა პოლიტიკოსისგან. მათ შორის სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც აქტიურად იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სწორედ სოროსის ფონდისგან ხელმძღვანელობდა. სოროსის ფონდი არის ორგანიზატორი და დამფინანსებელი იმ აქციების, რომლებიც გრძელდება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, ვისთვის არის ახლა პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ 29 დეკემბერს მას კონსტიტუციური ვადა ამოეწურა, აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი. ამიტომ, მისი გადასაწყვეტია, როგორი სულისკვეთებით გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა არაერთხელ დადასტურებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მუდმივად იყო კოორდინაციაში რადიკალურ ოპოზიციასთან, ატარებდა მათ პოლიტიკას. ეს დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მას უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რანგში აღარანაირი პრობლემა აღარ აქვს, ითანამშრომლოს რადიკალურ ოპოზიციასთან. მათი გადასაწყვეტია, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.

ჩვენთვის ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება. მან პრეზიდენტის რანგში ვერაფერი ავნო ჩვენს ხელისუფლებას და ახლა მით უმეტეს, ვადაგასული პრეზიდენტის რანგში არ მგონია, რაიმე პრობლემები შექმნას. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის რანგში მოახერხა, არაერთხელ დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია, არაერთი პრობლემა შეექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ახლა უკვე ვადაგასულ პრეზიდენტს არამგონია, რამე რესურსი ჰქონდეს, რომ პრობლემები შეუქმნას ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოჟაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics