|
2025-01-09 15:11:02, 470 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - დღევანდელი უგეგმობა ქართული ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი გასართობია
ის, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს, დიდი ხანია, ვიცით, ჩვენგანაც ხშირად გაგიგიათ ოპოზიციის კრიტიკა იმის გამო რომ, გეგმა აქამდე იყო წარსადგენი, ქალბატონ სალომესაც ამის გაკეთება თუ უნდოდა, მანამდე, როცა ქარტიას წერდა, მაშინ უნდა ეფიქრა დოკუმენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რაც ახლა ხდება. „ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას, რომ არც ქალბატონი სალომეს ნდობა შეიძლება და არც ამ ოპოზიციის. ამიტომ, ბევრად მეტი უნდა გვეფიქრა მაშინ, როდესაც ნდობას ვუცხადებდით ამ საზოგადოებას. დღევანდელი უგეგმობა და ის, რომ დამალული არიან ფრონტის წინა ხაზიდან, ქართული ოპოზიციისთვის ჩვეულებრივი გასართობია. მოგეხსენებათ, ჩვენ ამ არჩევნების შედეგად ხალხმა არ მოგვცა საკმარისი მანდატი, რათა ჩვენ ამ საქმის წინამძღოლები ვიყოთ, თორემ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა, როგორც ახლანდელი ოპოზიციის პირობებში ხდება. ამიტომ, ჩვენ ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას, საზოგადოებას ველაპარაკებით. გვინდა, რომ მათი რაოდენობა გავზარდოთ, თორემ, „ნაც-ქოცურ“ პოლიტიკურ პროცესს ჩვენ ვერ შევცვლით, რადგან მოსახლეობის 97%-მა ამ ბრძოლას „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის დაუჭირა მხარი. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მორჩება ხალხის არჩევანი და მერე ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, როდესაც ან საზოგადოება დაინახავს, რომ ასე გაგრძელება არასწორია, ან პოლიტიკოსები დაინახავენ საკუთარი ქმედების არასწორობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)