2025-01-09 11:01:18, 323 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კოლსი - EU-მ არ უნდა აღიაროს არც ერთი მთავრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს
,,ევროკავშირმა უნდა მიბაძოს და არ აღიაროს საქართველოს არც ერთი მთავრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს ან რომელიმე მარიონეტული პირი ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო'', - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს და ,,ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ეხმიანება.
ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესში ორპარტიული კანონპროექტი, ,,ქართული კოშმარის არაღიარების" აქტი წარადგინეს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,