|
2016-03-03 12:48:24, 366 ნახვა
პოლიტიკა
მიროტაძე: თუ პრემიერი ფიქრობს, რომ მის კაბინეტში ცვლილებები უნდა მოხდეს, მას ამის სრული შესაძლებლობა აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის შეფასებით, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირების გააქტიურება გუნდის შიგნით განხილვის გარეშე, მიუღებელია და ის "ქართული ოცნების" იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ მიროტაძემ "ექსპრესნიუსთან" პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღესაც არსებობს რესურსი იმისა, რომ გაუგებრობა კოალიციის შიგნით მოგვარდეს: რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რომ საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ის რომ უნდა განიხილებოდეს პირველ რიგში იმ ორ სუბიექტს შორის და თუ ეს არ არის საკმარისი, კოალიციის ფორმატში, ამასთან დაკავშირებით პრემიერის შეფასებამდე ჩვენ ვსაუბრობდით. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ რესურსი იმისა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო კოალიციის შიგნით, იყო. მგონია, რომ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების ასე გააქტიურება ისე, რომ კოალიცაში ამ საკითთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რადგან ეს აისახება როგორც ჩვენს იმიჯზე, ისე ზოგადად ჩვენს ურთიერთობებზე", - განაცხადა ანი მიროტაძემ. მიროტაძის განმარტებით, მისთვის უცნობია, რა შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს პრემიერმინისტრი: "რაც შეეხება ცვლილებებს, მე არვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თუ პრემიერი ფიქრობს, რომ მის კაბინეტში უნდა მოხდეს ცვლილებები, ეს არის მისი ნება და მას აქვს სრული შესაძლებლობა ამის, მაგრამ ლბათ იქნება დასაბუთებული მისი გადაწყვეტილებაც, თუ მსგავსზე ფიქრობს. რაც შეეხება კოალიციას, თქვენ იცით, რომ პრემიერი ჯერჯერობით არ არის კოალიციის ლიდერი, მაგრამ "ქართული ოცნებიდან" მას აქვს ეს შეთავაზება და როდესაც ეს მოხდება კალიციასთან დაკავშირებითაც, მას აქვს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლება", - განაცხადა მიროტაძემ და დასძინა, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის არსებული გაუგებრობის თავიდან აცილების შანსი, კოალიციაში განხივლის შემთხვევაში ბევრად მაღალი იყო. "ახლაც არსებობს ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარების რესურსი, მთავარია, ამ სუბიექტებმა ეს რესურსი თავის თავში დაინახონ", - განუცხადა მიროტაძემ "ექსპრესნიუსს". ცნობსითვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)