|
2025-01-04 15:57:36, 613 ნახვა
ეკონომიკა
ცესკოს ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ. ბოლო, 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი 12 410 ლარია. მოადგილის - 11 534 ლარი, მდივნის - 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი. 2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა თითოეულის თანამდებობრივი სარგო. ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი გახდა. მოადგილის 10 507, მდივნის 10 374, კომისიის 10 წევრის კი 9 044 - 9 044 ლარი. მთლიანობაში 122 626 ლარი. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის თანამდებობრივ სარგოზე 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით 145 805 ლარი იყო განსაზღვრული. მაშინ ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 10 285 ლარი, თავმჯდომარის 2 მოადგილის 9 559, მდივნის 9 438, კომისიის 13 წევრის 8 228 ლარი იყო. ამჟამად ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის ხელფასში ყოველთვიურად 134 612 ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)