16:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 10:42:21, 373 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი კოენი - კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს

კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს, - ამის შესახებ კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს.

„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით“, - აცხადებს სტივ კოენი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.

ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს და კორუფციაში ჩართული პირები და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან. უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. მოითხოვს სრულ მოხსენებას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics