00:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 13:50:47, 398 ნახვა

პოლიტიკა
როგორ აფასებს ოპოზიცია თბილისის მერიის გადაწყვეტილებას რუსთაველის გამზირის რიაბილიტაციასთან დაკავშირებით?!

 “2021-22 წლებში უკვე არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლაზე თანხმობები სხვადასხვა კომპანიებიდან და თუ ეს გადაუდებელი და ძალიან სასწრაფოდ სარეაბილიტაციო იყო რუსთაველი, მაშინ რატომ არ განახორციელეს რეაბილიტაცია 2022-ში, 2023-ში, 2024-ში და რატომ ელოდებოდნენ 2025-? ეს არის რუსთაველის წმენდის ოპერაცია, ინფრასტრუქტურული პროექტით შეფუთული. ამის მაგალითები ჩვენ გვავქს, როდესაც ყვავილების ქოთნები გააკეთა და ჩაკეტა კალაძემ. ასევე ამის მაგალითი გვაქვს კანცელარიასთან ლაზარეს გათავისუფლების აქციის წინ რომ სკვერის გაკეთება დაიწყეს და სხვათაშორის, იმ სკვერის ხარჯები სახელმწიფო საიდუმლოებაა", - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი  ბესო დონაძე წერს

დონაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლაზე თანხმობები წინა წლებში არსებობდა, თუმცა მერიას რუსთაველის გამზირის სასწრაფო რეაბილიტაცია მიზანშეწონილად ამ დრომდე არ მიუჩნევია, ამიტომ მისთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი აქციების დაშლას უკავშირდება. „ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს რაც წყლის ჭავლის მანქანებით არ გამოუვიდა, იმას ტრაქტორებით ვერ განახორციელებს. 

„რა თქმა უნდა, ეს კავშირშია იმ აქციებთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთაველზე. მათ ვერ დაგვშალეს წყლის ჭავლით და უნდათ, რომ ახლა ტრაქტორებით დაგვშალონ, მაგრამ არ გამოუვათ. შესაბამისად, მოხდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოხდება ქვეყნის რეაბილიტაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რუსული მთავრობისგან", - ამბობს ირაკლი ნადირაძე

ცნობისთვის, ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარია. შესაბამისი შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აიტვირთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics