01:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 09:29:30, 420 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, გააფართოოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და მეგობრებზე

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სენატორს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლობის კანდიდატს, მაიკლ უოლცის საქართველოსთან დაკავშირებით მიმართავს.

„გილოცავთ თქვენს წარდგენას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე. თქვენი დანიშვნა ასახავს ღრმა ნდობას თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი ერის უსაფრთხოების, გლობალური ლიდერობის დაცვისკენ თქვენი ერთგულების მიმართ. მადლობელი ვარ წლების განმავლობაში ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კავკასიასა და საქართველოზე მუშაობისას და ტრამპის გარდამავალი გუნდის ძალისხმევის დროს. ეს ურთიერთქმედება ფასდაუდებელი იყო აშშ-ის ინტერესების წინსვლისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვისთვის. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ეს ზომები მიმართულია დე ფაქტო ქართული მთავრობის არსებითად შეცდომაში შემყვანი ნარატივის წინააღმდეგ, რომ მისი პროჩინურ, ირანულ და რუსულ ინტერესებთან შესაბამისობა მისაღები იქნება არჩეული პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას ან აშშ-ის ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციის პირობებში. სანქციების გადამწყვეტ სამიზნეს წარმოადგენს ამ რეჟიმის მხარდამჭერი ეკონომიკური სისტემა – კორუმპირებული საწარმოების ქსელი, რომელიც მიმართავს სიმდიდრეს არა მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ოჯახისკენ, არამედ მისი მოკავშირეებისკენ და სხვა ამით სარგებლის მიმღები პირებისკენ. ამ კორუფციული ქსელის მოშლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენისთვის. ამ საკითხებზე კონგრესი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო დეპარტამენტთან.

ახალ ადმინისტრაციაში თქვენი თანამდებობების დაკავებისას, მოგიწოდებთ, პრიორიტეტად აქციოთ აშშ-ის სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენება საქართველოს სანქციებისთვის თავის არიდების სქემის, თაღლითური „ქოლ ცენტრების“ და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საწარმოების გამოსავლენად და გასანადგურებლად. ეს ოპერაციები ამყარებს ივანიშვილის რეჟიმს და მის კორუმპირებულ კადრებს საშუალებას აძლევს, სარგებელი მიიღონ ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც ხელს უწყობს ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის თანამონაწილეობა. ასევე მოგიწოდებთ, გაავრცელოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და თანამზრახველებზე. აშშ-ის გადამწყვეტმა ქმედებებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, შეიძლება ეს ოპერაციები ქმედუუნარო გახადოს, რაც პირდაპირ ძირს გამოუთხრის ქართული რეჟიმის უნარს, შეინარჩუნოს არადემოკრატიული ძალაუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წინ წავწიოთ ჩვენი საერთო მიზნები დემოკრატიის დაცვისა და მსოფლიოში მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აგრესორთა ღერძი დაკარგავდა მნიშვნელოვანი გაძლიერების შესაძლებლობას, თუ საქართველო დაუბრუნდებოდა ქართველი ხალხის მმართველობას. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ ახალ თანამდებობებზე და გმადლობთ ამ კრიტიკული საკითხების მიმართ თქვენი ურყევი ერთგულებისთვის“, – ნათქვამია ჯო უილსონის მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics