01:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 13:30:33, 395 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ თორნიკე რიჟვაძე დაამტკიცეს.

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი არის დამტკიცებული.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეკონომიკის გაძლიერებაზე, სოციალურ პრობლემებზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, გარემოს, სპორტისა და განათლების მიმართულებით იქნება პრიორიტეტი.

მისივე განცხადებით, მომავალი წლისთვის ბიუჯეტი ხალხზე არის ორიენტირებული.

“დღეს 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეა და ჩვენ შეგვიძლია, თამამად შევაჯამოთ განვლილი წელი, პირველ რიგში, მე მსურს ჩვენს ხალხს სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერი და მშვიდობიანი 2025 წელი. დაე, წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი წელი. ვაჯამებთ რა 2024 წელს და ასევე, მოგმართავთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით, მინდა, შევაჯამო განვლილი წელი.

2024 წელს ჩვენ ჩავატარეთ ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები. როგორც საყოველთაო არჩევნები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის და სწორედ ამ ნდობის, ამ მანდატის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ჩვენი ხალხი და ჩვენი სამშობლო გავიყვანოთ სამშვიდობოს.

ასევე, გამორჩეულო იყო მიმდინარე წელი იმითაც, რომ წელს პირველად საარჩევნო კოლეგიამ აირჩია საქართველოს ახალი პრეზიდენტი და შესაბამისად, სრულად შევიდა ძალაში საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც კიდევ უფრო ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკას ჩამოაყალიბებს.

მე ასევე, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, მივულოცო ფიცის დადება უფლებამოსილების განხორციელების დაწყება და ასევე, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ - მინისტრს, ჩვენი გუნდის პარტია“ ქართული ოცნების“ ლიდერებს წარდგინებისთვის, რომ გავაგრძელოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობა.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მათ შორის მეც, ძალიან ახალგაზრდა ასაკში მომცა შესაძლებლობა პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადამედგა და რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკაში, ასევე ცხოვრებაში ეს გახლავთ ჩვენთვის პირადი მაგალითის მომცემი სამშობლოს უანგარო სიყვარულის, თავდადების, თავგანწირვის და ეს მაგალითი მოგვცემს შესაძლებლობას, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ხალხს.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან, როგორც შიდა, ასევე გარე ძალების მხრიდან და ხაზგასმით და მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, სანქციებით შესაბამისი უსამართლო დამოკიდებულებებით რა თქმა უნდა, იმ გზას, რომელიც ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის უანგარო სამსახურს ნიშნავს, ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს და სწორედ ბატონი ბიძინა გახლავთ მაგალითი, რომელ მაგალითზეც დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი გუნდი, ასევე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება და კიდევ უფრო ძლიერად ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი კიდევ უფრო სუვერენული და ყველამ ერთად მივაღწიოთ ჩვენ სანუკვარ ოცნებას, ერთიან ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს.

დღეს ასევე, მოგეხსენებათ რომ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2025 -2028 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამასთან და მისი მთავარი პოსტულატი როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში გახლავთ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ პრინციპების, ამ იდეალების გათვალისწინებით იქნება ჩვენს წინაშე და ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების, მიზნების შესრულება და მიღწევა”, - აღნიშნა რიჟვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics