09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 12:11:03, 468 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი

ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ამიტომ, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუცია ერთადერთი ლეგიტიმური უწყებაა და მზად არიან, პრეზიდენტთან ერთად, არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს.

„ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში. არ არსებობს არც ერთ კომპონენტი, რომლითაც შეიძლება, ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად.

ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით, არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს. პროტესტი, რომელიც უპრეცედენტოა, ამის ცალსახა დადასტურებაა.

საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ არის, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად საერთაშორისო მასშტაბით, არათუ ჩვენ, არავინ არ თვლის. შესაბამისად , „ქართული ოცნება" გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისთვის, რომ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს საჭიროა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასევე, უნდა გათავისუფლდნენ დაპატიმრებული დემონსტრანტები და შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში ელოდება, რათა მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული 29-მდე უნდა იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics