2024-12-23 09:53:28, 379 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობა ლეგიტიმური არ არის
„ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობა ლეგიტიმური არ არის,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.
უილსონის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.
„საქართველოში არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც მანამდე ვთქვი: „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობა ლეგიტიმური არ არის. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს“,- წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,