09:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 22:37:42, 341 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო

არ გვეშინია, აქ სიყვარული სუფევს, აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა სიყვარული და თავისუფლება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა თქვენს წინაზე ვდგავარ. აქ ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან, ილია და აკაკი გვიყურებს და ამ ახალ საქართველოს უყურებენ, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით, რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძლიერი, ევროპული საქართველო. ამას ვერავინ ვერ გააჩერებს.

მართალია, თქვენ აქ "რაღაცა 300 კაცი ხართ", მართალია დაგვიპატიმრებს სცენა, მიკროფონები, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, თანაც ორჯერ.

მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ მალე გისოსების უკან ვიქნები, მაგრამ ჩვენ ხომ არ გეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს.ვინც ამბობს, რომ აქ ვინმესთან დაპირისპირება იბადება, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის.აქ არის მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.

დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - „ანწუხელიძის“ მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics