10:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-22 13:55:52, 429 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ ვართ ერი - დაბადებული გამარჯვებისთვის!

ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! ჩვენ ვართ ერი - დაბადებული გამარჯვებისთვის! - პარტია „ლელო საქართველოსთვისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ ძლიერი და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის.

„5 წლის წინ, 22 დეკემბერს, მე და ბადრიმ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური პარტია დავაფუძნეთ. 

რა გახდა პოლიტიკაში ჩვენი შემოსვლის მიზეზი ბევრჯერ მისაუბრია და ამაზე აღარ შევჩერდები.

ამჯერად, „ლელო საქართველოსთვის“ გუნდის თითოეულ წევრს და მხარდამჭერს მინდა მადლობა გადავუხადო ამ 5 წლის მანძილზე ერთად ბრძოლისთვის, ერთად შრომისთვის და დღევანდელი დღისთვის! 

„ლელო“, დღეს უკვე ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“, ახლა იმ 4 პროევროპულ ძალას შორისაა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ნდობისა და გამარჯვების მანდატი მისცა. 

ჩვენ ვიბრძვით ძლიერი საქართველოსთვის, მისი ეროვნული ინტერესებისთვის, ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია! 

ჩვენ ვიბრძვით თითოეული ადამიანის უფლებისთვის, როგორც მთავარი ღირებულების! 

ვდგვართ პროტესტში -  ყველგან, სადაც სიმართლეს ესვრიან; სადაც ძალადობენ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა და იცავენ მის ღირსებას ქუჩაში. 

ჩვენ, ისევე, როგორც თითოეული მშვიდობიანი დემონსტრანტი, დღეს ვითხოვთ ახალ არჩევნებს და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, ეს მოთხოვნა ბოლომდე გავიტანოთ! 

თავისუფლება და თავისუფალი ადამიანები - ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი პარტიაშიც და მთელ ქვეყანაშიც, რომელსაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი უპირისპირდება. 

ჩვენ გვყავს რეჟიმის პატიმრები, მათ შორის ჩვენი ვეფხია კასრაძე, რომელსაც მხოლოდ იმის გამო სჯიან, რომ მთელი ცხოვრება ოკუპანტს ებრძვის და მამა-პაპის კერას არ აციებს ერგნეთში. ვეფხო ნამდვილი „ლელოელია“ და ის აუცილებლად, უახლოეს მომავალში იქნება თავისუფალი, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა მალე გათავისუფლდება ივანიშვილისგან! 

ეს დღეც მალე დადგება! - ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ! ჩვენ ვართ ერი - დაბადებული გამარჯვებისთვის!“ - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics